რიკოთის გზაზე ზვავმა რამდენიმე ავტომობილი მოიყოლა. შემთხვევა ღამით მოხდა. ამის შესახებ ინფორმაციას მამუკა ხორნაული სოციალურ ქსელში ავრცელებს.
თვითმხილველების ინფორმაციით, მგზავრებმა მანქანებიდან ამოსვლა შეძლეს და მსხვერპლი არ არის.
გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, დაზიანდა 4 ავტომობილი, არავინ დაშავებულა.































































