რიკოთის უღელტეხილზე რამდენიმე საათია საცობია _ თვითმხილველების თქმით, გზაზე ასობით მანქანა დგას, რომლებმაც არ იციან, როდის შეძლებენ გადაადგილებას. მათივე ინფორმაციით, უღელტეხილზე ძლიერად თოვს და ხილვადობაც შეზღუდულია
ინფრასტრუქტურის სამინისტროს პრესსამსახურში “გურია ნიუსს” უთხრეს, რომ რიკოთზე შეზღუდვები 19 საათიდან გამოცხადდა.
“აკრძალულია ტრაილერების, ნებისმიერი მისაბმელიანი ტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების გადაადგილება, დანარჩენი ტრანსპორტი მოძრაობს ჯაჭვებით. მაღალი გამავლობის მანქანები გადაადგილებას ახერხებენ”, _ გვითხრეს პრესსამსახურში.
უწყებაში ამბობენ, რომ შეზღუდვების მოხსნის დრო უცნობოა, რადგან ამ წუთებში უღელტეხილზე ძლიერი თოვაა.