11 დეკემბრიდან 15 დეკემბერის ჩათვლით რიკოთის საავტომობილო გვირაბში ღამის 00:00 სთ-დან დილის 07:00 სთ-მდე მოძრაობა შეიზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
„საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის (რუსეთის ფედერაციის საზღვარი) საავტომობილო გზის 143–ე კმ-ზე მდებარე რიკოთის საავტომობილო გვირაბში, გვირაბის მართვის ავტომატიზირებული სისტემის (SKADA) განახლების მიზნით, 2017 წლის 11 დეკემბრიდან 15 დეკემბერის ჩათვლით, ღამის 00:00 სთ-დან დილის 07:00 სთ-მდე, იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
სატრანსპორტო ნაკადის მოძრაობა განხორციელდება რიკოთის საავტომობილი გვირაბის შემოსავლელგზაზე. დროის ამ პერიოდში რიკოთის გვირაბის შემოსასვლელ გზაზე ორ სხვადასხვა ადგილას უზრუნველყოფილი იქნება საბუქსირე მექანიზმების მორიგეობა“, – აღნიშნულია საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციაში.