სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაშის მიმდებარედ, მდინარე რიონმა კასრი გამორიყა, რომელშიც დამწვარი კაცის ცხედარი იყო.
ადგილობრივების ინფორმაციით, რამდენიმე დღის წინ მდინარე რიონის სანაპიროზე კასრი იპოვეს, სადაც დაახლოებით 40 წლამდე კაცის ცხედარი იყო მოთავსებული.
მომხდარს შსს-ში ადასტურებენ და აცხადებენ, რომ გამოძიება დაწყებულია განზრახ მკვლელობის მუხლით (სსკ-ს 108-ე), დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები და აქტიური საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.