ხუთ შეწყალებულ მსჯავრდებულში არ აღმოჩდა მამა გიორგი (მამალაძე) _ ეს გადაწყვეტილება საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მიიღო.
“ეს გადაწყვეტილება, პირველ რიგში, სამართლიანობის პრინციპს ეფუძნება. ვერ მოვნახე არგუმენტი, მით უმეტეს შეწყალების კრიტერიუმების გამკაცრების პირობებში, როცა ბევრი მსჯავრდებულის საქმე განხილული ვერ იქნებოდა, რატომ უნდა დაშვებულიყო გამონაკლისი დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმეზე“, _ განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
მისივე თქმით, „ეს გადაწყვეტილება ეფუძნება, ასევე, საზოგადოებრივი სიმშვიდის უზრუნველყოფას. რამეთუ საქართველოს მოსახლეობის ყველაზე დიდი ნაწილი ასეთი დანაშაულის შეწყალებას ვერ გაიგებს და ვერ გაიაზრებს. დღეს ჩვენი დაყოფა, დაპირისპირება საფრთხეს შეუქმნის ჩვენი სახელმწიფოს მომავალს“, _ თქვა პრეზიდენტმა.
“გურია ნიუსი“ მალე შემოგთავაზებთ მამა გიორგი (მამალაძე) მამის _ავთანდილ მამალაძის კომენტარს პრეზიდენტის გადაწყვეტილებაზე.