ინდოეთის პოლიციამ მსოფლიოს ყველაზე იაფი სმარტფონის ფირმის მეპატრონე თაღლითობის ბრალდებით დააკავა. აღნიშნულ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
როგორც ცნობილია,მოჰიტ გოელი, მას შემდეგ დააპატიმრეს, რაც ერთ-ერთმა დისტრიბუტორმა განაცხადა, რომ მას არ მიუღია ტელეფონები, რაშიც თანხა გადაიხადა.
სადისტრიბუციო კომპანია Ayam Enterprises-ის განცხადებით, მან 3 მილიონი რუპიის ღირებულების პროდუქცია შეიძინა, თუმცა მხოლოდ 1,4 მილიონი რუპიის ღირებულების ნაწარმი მიაწოდეს და დაემუქრნენ.
პოლიციის განცხადებით, გოელი სასამართლოს წინაშე პარასკევს წარსდგება.
გავრცელებული ცნობით, გოელს სხვა სადისტრიბუციო კომპანიებიც უჩივიან.