ტანზანიელი რეპერი, ემანუელ ელიბარიკი, ცნობილი როგორც NAY WA MITEGO ახალი სიმღერის გამო დააპატიმრეს, სადაც ის პრეზიდენტს აკრიტიკებს. აღნიშნულ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
გავრცელებული ცნობით, რეპერი მას შემდეგ დააკავეს, რაც პრეზიდენტმა, ჯონ მაგუფულიმ მედიას მოუწოდა, რომ თავისუფლების გამოცდისგან თავი შეიკავონ.
„მედია მფლობელებო, მინდა გითხრათ, ფრთხილად იყავით. თუ ფიქრობთ, რომ თქვენ თავისუფლები ხართ, ნუ შეამოწმებთ მის საზღვრებს“,_განაცხადა მაგუფულიმ.
როგორც ცნობილია, რეპერი სასტუმრო მოროგოროში დააკავეს, რომელიც ტანზანიის კომერციული დედაქალაქ დარ ეს სალაამიდან 190 კილომეტრის მოშორებით მდებარეობს.
პოლიციის ინფორმაციით, რეპერს მთავრობის შეურაცხმყოფელი სიმღერის გამო დაკითხავენ.
როგორც ცნობილია, სიმღერის ტექსტში ნათქვამია „არსებობს ქვეყანაში გამოხატვის თავისუფლება?“ და ეხება „დოქტორს“ რომელიც ვერ ეგუება კრიტიკას.
მაუწყებლის ინფორმაციით, რეპერი პოპულარულია ლექსებით, რომლებითაც თავს ესხმის არა მარტო ხელისუფლებას, არანედ თანამემამულე მხატვრებსაც.
როგორც ცნობილია, ის სოციალურ ქსელში NayTrueboy-ის სახელს იყენებს და აიძახის, რომ ყოველთვის სიმართლეს ამბობს.