ამერიკელმა მსახიობმა და მოდელმა ჯეისონ მომოამ თავი გადაიპარსა. ამით მან სცადა საზოგადოების ყურადღების მიპყრობა და მოუწოდა მათ, რომ ერთჯერადი პლასტმასის ნივთები აღარ გამოიყენონ.
“თავს ვიპარსავ. ამას ერთჯერადი პლასტმასის ნივთების გამოყენების შესამცირებლად ვაკეთებ. დავიღალე პლასტმასის ბოთლების გამოყენებით, უნდა შევწყვიტოთ. პლასტმასის ჩანგლები, ეს ყველაფერი – მიდის ჩვენს მიწაზე, მიდის ჩვენს ოკეანეში.
ახლა აქ ვარ ჰავაიზე და უბრალოდ ვხედავ რაღაცეებს ჩვენს ოკეანეში, ეს ძალიან სამწუხაროა. გთხოვთ, რაც შეგიძლიათ გააკეთოთ იმისათვის, რომ ერთჯერადი პლასტმასი აღმოფხვრათ თქვენს ცხოვრებაში”.
View this post on Instagram