ლანჩხუთის სკოლამდელი სააღმზრდელო ცენტრის ინფორმაციით, ქალაქის, აცანისა და ჩიბათის საბავშვო ბაღებში თანამშრომელთათვის კოვიდ შემთხვევის დადასტურების გამო სააღმზრდელო პროცესი შეწყდა.
,,მაჩხვარეთის და ლესის საბავშვო ბაღებში სწავლა შეჩერებული იყო იმის გამო, რომ იქ საარჩევნო კომისიები გახლდათ განთავსებული. სხვა ბაღები ჩვეულებრივ აგრძელებდნენ მუშაობას. ეს ორი ბაღიც ხვალიდან დაიწყებს ფუნქციონირებს. იქ შესაბამისი სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა და ყველაფერი მზად არის იმისთვის, რომ მუშაობა განაახლონ. რაც შეეხება სხვა ბაღებს, ყველა ბაღში ტარდება ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დადგენილი სამუშაოები. კოვიდ შემთხვევის დადასტურების გამო სააღმზრდელო პროცესი შეწყდა აცანის, ჩიბათის და ქალაქის ბაღებში. დაახლოებით ორი კვირა ამ ბაღებში სწავლა იქნება გაჩერებული. სხვა ბაღები კი ჯერჯერობით, ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებენ მუშაობას. მაჩხვარეთის და ლესის საბავშვო ბაღებში სააღმზრდელო პროცესი შეჩერებული იყო იმის გამო, რომ იქ საარჩევნო კომისიები გახლდათ განთავსებული. შესაბამისი სადეზინფექციო სამუშაოების განხორციელების შემდეგ ამ ორ ბაღშიც ორშაბათიდან ჩვეულებისამებრ გრძელდება სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი.
ბაღებში არის საკვები შეტანილი, ასევე ხდება ყველა რეკომენდაციის გათვალისწინება, რომელსაც ჯანდაცვის სამინისტრო გვაძლევს” – ამბობს ცენტრის ხელმძღვანელი ნატა კობალავა. მისივე ინფორმაციით, მომავალი დღეების კოვიდსტატისტიკა აჩვენებს თუ როგორ და რა იქნება-„ ასევე მნიშვნელოვანი იქნება ბავშვების გამოცხადების სტატისტიკა. როგორც ცნობილია, თითქმის ყველა ბაღში ბავშვების მცირე რაოდენობა დადის“.