გავრცელებული ინფორმაციით, ლანჩხუთის საკრებულოს თავმჯდომარის ბესიკ ტაბიძის ვაჟმა ბათუმში,სავალუტო ჯიხურის დაყაჩაღებაში მიიღო მონაწილეობა და სამართალდამცავებმა დააკავეს.
ინფორმაციის გადამოწმების მიზნით “გურია ნიუსი” ბესიკ ტაბიძეს დაუკავშირდა ტელეფონით.
სატელეფონო ზარზე მისმა მეუღლემ გვიპასუხა, რომელმაც ჩვენთან საუბარში ყაჩაღობის ფაქტი არ დაადასტურა და გვითხრა, რომ მისი ვაჟი ჩხუბში მონაწილეობის გამოა დაკავებული-” იჩხუბა და თავად ჩაბარდა პოლიციას”.






























































