“ჩვენი შეხვედრის დროს, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან მქონდა საუბარი რეგიონულ და გლობალურ საკითხებზე, – ამის შესახებ თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან ერთად გამართული ერთობლივი ბრიფინგის დროს განაცხადა.
თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ თურქეთის რესპუბლიკა მხარს უჭერს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს.
„ჩვენი შეფასებები გავუზიარეთ ერთმანეთს ღაზას სექტორში მიმდინარე მოვლენებზე და საერთაშორისო საზოგადოების ჩართულობის როლზე. მთელი კაცობრიობა უნდა უჭერდეს მხარს პალესტინელი ხალხის ბრძოლას თავისუფლებისთვის. ამისთვის დიდი ფასის გადახდა მოუწიათ და მთელი კაცობრიობა უნდა გაერთიანდეს კანონის და დიპლომატიის ფარგლებში. გაეროს გენერალურ ასამბლეაზე მიღებული რეზოლუცია აჩვენებს, სად დგას საერთაშორისო თანამეგობრობა და მეც მიმაჩნია, რომ მხარდამჭერი მექანიზმები აუცილებელია პალესტინის გასამხნევებლად. ეს ძალიან მნიშვნელოვანი, ძალიან საკვანძოა ამ ეტაპზე. ყველა ქვეყანას მოვუწოდებ, ვისაც არ უღიარებია პალესტინის სახელმწიფოებრიობა, ასე მოიქცეს.
ჩვენი საუბრის დროს, გავუცვალეთ ერთმანეთს მოსაზრებები უკრაინა-რუსეთის ომის თაობაზე, ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს და ხაზი გავუსვით მშვიდობის მნიშვნელობას, მათ შორის კავკასიაში. აღვუთქვით ერთმანეთს სურვილი, რომ ამ მიმართულებით გავაგრძელებთ მუშაობას. ჩემი მოსაზრებაა, რომ სამშვიდობო შეთანხმება სომხეთს და აზერბაიჯანს შორის არის ისტორიული შესაძლებლობა მთელი რეგიონისთვის,”- აღნიშნა თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა.