უინსტონ ჩერჩილი, დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი, განსაკუთრებით კარგი ორატორი გახლდათ. არავინ იცის, რომ მისი პირველი საჯარო გამოსვლა კრახით დასრულდა. მან ეს ახსნა, იმით რომ შეპყრობილი იყო საჯარო გამოსვლის შიშით, რის გამოც ის სიტყვებს იმეორებდა. ჩერჩილმა საბოლოოდ გადალახა ეს შიში, საჯარო გამოსვლების წინ პედანტური მომზადებით.
პეტრე პირველი გამოირჩეოდა გამბედაობით და ბრძოლის ნიჭით. თუმცა მას ძალიან ეშინოდა ორი რამის. ეს იყო ტარაკანები და მაღალი ჭერი. მწერის დანახვისას მას ისე იპყრობდა შიში, რომ წყვეტდა მნიშვნელოვან შეხვედრებს და ტოვებდა იქაურობას.
ავგუსტ ოქტავიანი, რომის იმპერიის დამაარსებელს ეშინოდა ჭექა-ქუხილის. მისი შიში კი განაპირობა ერთმა ფაქტმა. მის თვალწინ მეხის დაცემით გარდაიცვალა მონა და დაიწვა პალანკინი. მან სიცოცხლის ბოლომდე ვერ შეძლო შიშის დამარცხება.
ჩინგის ხანს, უდიდეს დამპყრობელს ეშინოდა ძაღლების. ეს შიში მას ბავშვობიდან მოსდევდა, როცა დაინახა როგორ დაგლიჯეს ძაღლებმა ადამიანი.
ჰიტლერს ეშინოდა სტომატოლოგების, ამიტომ სულ ჰქონდა პრობლემები კბილებთან დაკავშირებით.
მუამარ კადაფს წყალსა და სიმაღლეზე დიდხანს ფრენა აშინებდა. ასევე მას არ შეეძლო 35 საფეხურს ასცდენოდა. სხვადასხვა ქვეყანაში ვიზიტის დროს ის ძირითადად კარავში ათენებდა ან პირველ სართულზე ატარებდა ღამეს.
ზიგმუნდ ფროიდს ეშინოდა იარაღის.
რიჩარდ ნიქსონს ეშინოდა საავადმყოფოების. ის ფიქრობდა, რომ საავადმყოფოში გადაყვანა მისთვის ფატალურად დასრულდებოდა.