18 ნოემბერს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტის საჯარო განხილვა მოეწყო. ბიუჯეტში შესატან საკითხებზე და მათ ქვეპუნქტებზე ისაუბრეს: მუნიციპალიტეტის საბიუჯეტო განყოფილება ხელმძღვანელმა მაია გოგოლაძემ, საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი კუჭავამ, მერის პირველმა მოადგილემ მაია კუტუბიძემ და საკრებულოს საფინანსო–საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარემ ვლადიმერ სიხარულიძემ.
სხდომაზე წარადგინეს ხარჯების საპროგნოზო მაჩვენებლები, რომლებიც შემდეგში მდგომარეობს:
შრომის ანაზრაურება – 7684.9 ათასი ლარი (55,2%)
საქონელი და მომსახურება – 3998.9 ათასი ლარი (28,7%)
პროცენტები – 35.0 ათასი ლარი (0,3%)
სუბსიდიები – 238.0 ათასი ლარი (1,7%)
სოციალური უზრუნველყოფა – 872.4 ათასი ლარი ( 6,3%)
სხვა ხარჯები – 263.6 ათასი ლარი (1,9%).
პრიორიტეტების საპროგნოზო მაჩვენებლებისთვის, დაახლოებით, 13932.1 ათასი ლარის გამოყოფა იგეგმება ბიუჯეტიდან. ეს მაჩვენებლები კი მოიცავს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ორგანოების საქმიანობის უზრუნველყოფას, რისთვისაც იგეგმება 5123.3 ათასი ლარის გამოყოფა, ასევე ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეაბილიტაცია და ექსპლუატაციისთვის გამოიყოფა 990.2 ათასი ლარი, პრიორიტეტებში, ასევე, შედის დასუფთავება და გარემოს დაცვა, რისთვისაც იგეგმება 960.0 ათასი ლარის გამოყოფა, განათლება – 2 304.6 ათასი ლარი.
კულტურა, რელიგია, ახალგაზრდული და სპორტული ღონისძიებებისთვის გათვალისწინებულია 3.050 ათასი ლარი, ხოლო მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფისთვის 1. 584. 0 ათასი ლარი.
ავტორი: მარიამ ცენტერაძე