მადლობა შემოქმედელ მიტროპოლიტ იოსებს დალოცვისა და მოკითხვისათვის!
სოფო ჯაფარიძე ოზურგეთსა და ლანჩხუთში საოცარ ხალხს შეხვდა და მათი წერილები გადმომცა! ყველაზე მეტად თუ სადმე იგრძნობა ჩვენი ხალხის უკიდურესად მძიმე მდგომარეობა – ეს ნამდვილად გურიაა. დაცარიელებული სოფლები, ტყედ ქცეული ყანები და ყოველი მეორე მოსახლე ემიგრაციაში – აქ ჩანს ყველაზე კარგად თუ როგორ არ ანაღვლებს ივანიშვილს ქართველი ხალხი!
მაგრამ, მინდა ჩემ გურულებს გითხრათ: სულ მალე ეს ყველაფერი დასრულდება და მე მჯერა, რომ გურია ისევ შეასრულებს იმ განსაკუთრებულ როლს ქართული სახელმწიფოს მშენებლობაში, როგორსაც ის ჯერ კიდევ პირველი დემოკრატიული რესპუბლიკიდან მოყოლებული ასრულებდა! _ წერს საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში.