დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ტურისტულ რეგიონებში მეტი ყურადღების აუცილებლობის შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ ბათუმის ბულვარში კარვებს განათავსდება, სადაც მოქალაქეებს კორონავირუსზე ტესტირებას შესთავაზებენ.
“ვმუშაობთ საკითხზე, რომ ბათუმის ბულვარში ორი კარავი დაიდგას და ნებაყოფლობით ადამიანებს შევთავაზოთ ტესტირება, რათა გვქონდეს ინფორმაცია, ინფექცია აჭარის რეგიონში ტრიალებს თუ არა. ზოგადად მეტი ყურადღება გვჭირდება. აქტიურია ტურიზმის სეზონი აჭარაში, ასევე აქტიურია სხვა ჩვენთვის მიმზიდველ ტურისტულ რეგიონებში და რა თქმა უნდა, პრევენციული ღონისძიებები ყველგან უნდა გავატაროთ. ის მოწოდებები, რასაც ვსაუბრობთ, რომ ნიღბის გამოყენება, დისტანციის დაცვა, ხელების დაბანა, დამუშავება, დიდი თავშეყრის ადგილებისთვის თავის არიდება – ეს ყველაფერი ძალაში რჩება. ახლა აქტიური სეზონია, ადამიანების მობილობა გაზრდილია, ფრენები მომატებულია, ტურისტები შემოდიან ქვეყანაში ამიტომ მაქსიმალურად უნდა მოვახდინოთ ინფექციის გავრცელების პრევენცია”, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.































































