რა არის, რისგან შედგება და რა საფრთხეს უქმნის სპრედის მიღება ორგანიზმს?
სპრედი კარაქისგან ქოლესტერინის დაბალი რაოდენობით და ნახევრად უჯერი მჟავების შემცველობით განსხვავდება.
სპრედი სხვადასხვა მიზნისთვის შეგიძლიათ გამოიყენოთ. პურზე ან ფუნთუშაზე შეგიძლიათ წაუსვათ, სხვადასხვა კერძს და ცომეულს დაუმატოთ, ასევე შესაწვავად გამოიყენოთ. ეს პროდუქტი, კარაქისგან განსხვავებით, არ იწვის და არ გამოყოფს კარცეროგენებს ძლიერი გაცხელებისას.
თითქოს, სპრედი თითქმის მარგარინია, მაგრამ მარგარინისგან განსხვავდება ცხიმის და მისი სახეობების შემცველობით. ცხოველური ცხიმებიდან სპრედს მხოლოდ რძე ემატება. მარგარინშიც შეიძლება იყოს, მაგრამ სხვა სახეობებიც ემატება.
მარგარინში ამატებენ ხელოვნურად შექმნილ ჰიდროგენირებულ ზეთებს და ტრანსცხიმებს, ძალიან ცუდია. ისინი საჭიროა გამოყენების ვადის გასაზრდელად და ადამიანისთვის სახიფათოა. ეს ორი ნივთიერება კანცეროგენად ითვლება და უარყოფითად მოქმედებს სისხლ
სპრედი უფრო ჯანსაღი და უსაფრთხოა, ვიდრე მარგარინი და კარაქი. 50%-ით ნაკლებ კალორიას შეიცავს, ვიდრე ძროხის რძისგან დამზადებული კარაქი.
უნდა დავამატოთ, რომ სპრედი უფრო იაფია. ახლა იყიდება არა მხოლოდ სხვადასხვა მწარმოებლის, არამედ სხვადასხვა კომბინაციის სპრედები.
ავტორი



































































