ცნობილი ამერიკელი მსახიობი, რეჟისორი და პროდიუსერი, „ოსკაროსანი“ რობერტ რედფორდი 89 წლის ასაკში გარდაიცვალა.
იგი იუტას მთებში მდებარე საკუთარ სახლში გარდაიცვალა.
„იმ ადგილას, რომელიც უყვარდა, გარშემორტყმული იმ ადამიანებით, რომლებიც უყვარდა“, – აღნიშნულია განცხადებაში.
რედფორდი ასევე იყო სანდენსის კინოფესტივალის, აშშ-ში ყველაზე დიდი დამოუკიდებელი კინოფესტივალის ერთ-ერთი დამფუძნებელი.




























































