გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, უამინდობა საქართველოში კიდევ რამდენიმე დღის განმავლობაში გაგრძელდება.
სააგენტოს ინფორმაციით, აღმოსავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონებში საღამოს საათებში იწვიმებს.
რაც შეეხება დასავლეთ საქართველოს, დღის მეორე ნახევრიდან აქაც იწვიმებს.
წვიმა და არამდგრადი ამინდი მთელი საქართველოს მასშტაბით 24 მაისამდე გაგრძელდება.