გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 14 ოქტომბრის დღის მეორე ნახევრამდე აჭარის, გურიისა და იმერეთის რეგიონებში შენარჩუნებული იქნება წვიმა, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება.
როგორც გარემოს ეროვნულ სააგენტოში აცხადებენ, მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია დასავლეთ საქართველოს პატარა მდინარეებზე წყლის დონეების მატება, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს. (საფრთხის დონე საშუალო).