გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე მომდევნო ორი დღის განმავლობაში მოსალოდნელია ტემპერატურის დაცემა.
სააგენტოს ცნობით, 25-26 ნოემბერს, ღამის საათებში დასავლეთ საქართველოს დაბლობში და აჭარის რეგიონში ჰაერის ტემპერატურის -1, -4 გრადუსამდე დაკლებაა მოსალოდნელი, რაც ციტრუსოვანი ნარგავების ერთწლიანი ნაზარდების და დაუკრეფავი ნაყოფის დააზიანებას გამოიწვევს.