მოზარდობის ასაკი 10-24 წლამდე გრძელდება. აღნიშნულ ინფორმაციას BBC მეცნიერების მიერ ჩატარებულ კვლევაზე დაყრდნობით ავრცელებს.
მეცნიერების თქმით, ეს განპირობებულია იმით, რომ ახალგაზრდები განათლების მიღებას დიდ ხანს აგრძელებენ, ასევე, გვიან ქორწინდებიან და გვიან ხდებიან მშობლები.
თუმცა, მაუწყებლის ინფორმაციით, ექსპერტების ნაწილი იმ საფრთხის შესახებ საუბრობს, რომ მოზარდები სიმწიფის ასაკს და გამოცდილებას უარყოფენ.
არსებობს ბიოლოგიური არგუმენტები თუ რატომ უნდა გაგრძელდეს მოზარდობის ასაკი 24 წლამდე.
როგორც ცნობილია, ადამიანის ტვინი ზრდა განვითარებას 20 წლის ასაკში ასრულებს, გარდა ამისა, ადამიანების ნაწილს სიბრძნის კბილი 25 წლის ასაკში ამოსდის.
„ასაკის განმარტება ყოველთვის პირობითია, მაგრამ ამჟამინდელი განმარტება მოზარდობის ასაკის ზედმეტად შეზღუდულია. 10-დან 24 წელი საუკეთესო ასაკია მოზარდების განვითარებისთვის. ახალგაზრდა ადამიანები უფრო მეტად ქმნიან საზოგადოების მოლოდინს, ვიდრე მათი შინაგანი ბიოლოგიური ზრდა. ჩვენ არ უნდა გვეშინოდეს მათი დამოუკიდებლობის სურვილის. საზოგადოებამ უნდა შეინარჩუნოს მომავალი თაობის უმაღლესი მოლოდინი“, _ ამბობს დოქტორი მაკვარში.