საქართველოს დედაქალაქში ძლიერი ქარია. გარემოს ეროვნულ სააგენტოში “გურია ნიუსს” განუცხადეს, რომ ქარის მაქსიმალურმა სიძლიერემ 20-25 მ/წმ-ს მიაღწია.
“ქარი შესუსტდება ღამის საათებში, თუმცა შუადღეზე კვლავ გაძლიერდება, მაგრამ არ იქნება ისეთი სიძლიერის როგორიც არის დღეს. აეროპორტისა და დიღმის მიდამოებში მაქსიმალური დაფიქსირდა 20-23 მ/წმ-ამდე. ახლა ცოტა შესუსტებულია”,_ გვითხრეს გარემოს ერვნულ სააგენტოში.