გურიის მაღალ მთიან სოფლებში ისევ გათოვდა. გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი ამინდის პროგნოზის ბიუროს ხელმძღვანელმა, დოდო გვაზავამ “გურია ნიუსს” განუცხადა, რომ ჰაერის ტემპერატურა ეცემა, რის გამოც თოვა მალე დაბლობ რაიონებშიც დაიწყება.
“შემოდის ცივი ჰაერის მასები და თოვა საღამოს საათებში დაბლობ რაიონებშიც დაიწყება. ასეთი ცივი, თოვლიანი ამინდი ნარჩუნდება 17 იანვრის ჩათვლით. დაბლობ რაიონებში მოსალოდნელია ტემპერატურა 0, -1 გრადუსის ფარგლებში, მთიან და მაღალ მთიან რაიონებში -5, -10 გრადუსი. დღისით დაბლობ რაიონებში +1, +3 გრადუსია მოსალოდნელია, მთიან რაიონებში 0, -2 გრადუსი და მაღალ მთიან რაიონებში -5, -7 გრადუსი.
17 იანვარს დღის ბოლოს თოვა შეწყდება, ღამით მოყინავს. 18 იანვარს ჰაერის ტემპერატურა მოიმატებს 7-8 გრადუსამდე, საღამოს საათებში კი კვლავ ნალექია მოსალოდნელი”,_ ამბობს გვაზავა.
[sexy_author_bio]