გურიაში დღესაც და ხვალაც ითოვებს, 21 იანვრიდან 24 იანვრის ჩათვლით კი უნალექო ამინდია მოსალოდნელი,- ამის შესახებ “გურია ნიუსს” გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი ამინდის პროგნოზის ბიუროს ხელმძღვანელმა, დოდო გვაზავამ განუცხადა.
“დღეს და ხვალ აციება დიდად არ არის მოსალოდნელი, 21-22 იანვარს ღამის საათებში წაყინავს -2 გრადუსია ნავარაუდევი. დღის ტემპერატურა კი +10 გრადუსამდე მოიმატებს. უნალექო ამინდი შენარჩუნდება 24 იანვრამდე”,- ამბობს გვაზავა.