გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამართველოს უფროსმა დოდო გვაზავამ „გურია ნიუსს“ განუცხადა, რომ 21 ივლისის ჩათვლით გურიაში ცხელი დღეებია მოსალოდნელი.
„დასავლეთ საქართველოში და მათ შორის გურიაში, 21 ივლისის დღის პირველ ნახევრამდე, ცხელი ამინდი შენარჩუნდება. მაქსიმალური ტემპერატურა შესაძლებელია +38, +39 გრადუსი დაფიქსირდეს. შესაბამისად, მაღალ მთიან ადგილებშიც ტემპერატურის მატებას ველოდებით. მთაში +37 გრადუსი დაფიქსირდება, მაღალ მთაში, ბახმაროს მიმდებარე ტერიტორიაზე კი შესაძლებელია +20, +22 გრადუსი დაფიქსირდეს. ღამის საათებშიც ეცხელება. დაბლობ რაიონებში ღამით +22,+24 გრადუსი იქნება.
21 ივლისიდან ტემპერატურა დაიკლებს 25-26 გრადუსამდე. 22-23 ივლისს ინტენსიური წვიმაა მოსალოდნელი, შესაძლებელია გაძლიერდეს დასავლეთის მიმართულების ქარი. 24- 25 ივლისს კი უმეტესად ღრუბლიანი ამინდია მოსალოდნელი“,_ ამბობს გვაზავა.