საქართველოს პრეზიდენტის ქალიშვილის ანა მარგველაშვილის ინფორმაციით, სამართალდამცველებმა მის მეგობარს ნარკოტიკი ჩაუდეს.
ამის შესახებ მარგველაშვილი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე წერს და ვიდეო მასალასაც ავრცელებს, რომელიც მისივე ინფორმაციით მისი მეგობრის დაკავებამდეა ჩაწერილი:
“ჩემს მეგობარს, მიხეილ თათარიშვილს ჩაუდეს 18 აბი სუბოტექსი სურამის გზატკეცილზე ყველანაირი ახსნის გარეშე!! ვავრცელებ ვიდეოს, რომელიც არის გადაღებული ჩადებამდე 2 დღით ადრე, სადაც ჩანს, რომ ის ფლობდა ინფორმაციას მისთვის სავარაუდო ჩადების შესახებ!
როდემდე უნდა ვიტანდეთ მსგავს საქციელს პოლიციის მხრიდან?” _ წერს მარგველაშვილი.