,,როდესაც არ იღებ და არ ეთანხმები ევროკავშირის მიერ გადახდილ გირაოს, მაშინ როგორ უნდა დაეთანხმო „ქართული ოცნების“ მხრიდან შეწყალებას”, _ ამის შესახებ ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას გირაოსთან და შეწყალებასთან დაკავშირებით ,,ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა
მისი თქმით, „ქართული ოცნება“ პატიობს ნიკანორ მელიას ჩადენილ ძალიან მძიმე დანაშაულს.
“ეს არის აბსოლუტურად გაუგებარი, რაღაც ბავშვური თამაში. როდესაც არ იღებ და არ ეთანხმები ევროკავშირის მიერ გადახდილ გირაოს, მაშინ როგორ უნდა დაეთანხმო „ქართული ოცნების“ მხრიდან შეწყალებას. ამნისტიის კანონი ნიშნავს, რომ „ქართული ოცნება“ პატიობს ნიკანორ მელიას ჩადენილ ძალიან მძიმე დანაშაულს. ეს არის ერთგვარი შეწყალების აქტი. როდესაც არ იღებს გირაოს, მაშინ როგორ მიიღებს „ქართული ოცნების“ მიერ გაცემულ ამ მოწყალებას. ჩვენ მივიღებთ ამნისტიის კანონს იმ ვადებში, რაც არის გათვალისწინებული პარლამენტის რეგლამენტით. დაახლოებით ერთი თვე დასჭირდება პროცედურას”, – განაცხადა კობახიძემ.