დაავადებათა კონტროლიის ცენტრის დირექტორის მოადგილე, პაატა იმნაძე განმარტავს, რომ შეზღუდვების შემსუბუქებისას, სწავლა შესაძლოა, ჯერ პატარა ქალაქებში/სოფლებში დაიწყოს და მოგვიანებით, დიდ ქალაქებში.
ფორმულას ეთერში, გადაცემა “პოლიტიკის ფორმულაში” საუბრისას მანვე აღნიშნა, რომ შეზღუდვები თავიდან მხოლოდ 6 დიდ ქალაქს შეეხო და დეკემბრამდე სოფლის სკოლები ფუნქციონირებდა.
“როდესაც დაიწყება სწავლა, შეიძლება მოხდეს ისე, რომ ცოტა უფრო გვიან დაიწყოს სწავლა დიდ ქალაქებში, ვიდრე სხვა დასახლებებში”, – ამბობს იმნაძე.
წყარო: ფორმულანიუსი