როდესაც დამხობას თუნდაც მშვიდობიანს აანონსებ, უნდა იცოდე, რომ მინიმუმ წიწაკის სპრეიც მოგიწევს სახეში და ამის გამო არ უნდა გაიქცე კლინიკაში. ისეთი გეგმა რომ გქონდა 8 საათზე ხელისუფლება შეცვლილი რომ უნდა ყოფილიყოდა არც მაგ გეგმის შესახებ გვსმენია დღეს აქციაზე მყოფებს არაფერი ეგ ცალკე ამბავია.
სამწუხაროდ მარტო მე არ ვფიქრობ ამას, _ ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” ოზურგეთელმა ლიდერმა, დავით მჟავანაძემ ფეისბუქის საკუთარ გვერდზე დაწერა.
შეგახსენებთ, რომ დღევანდელი აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი, პაატა ბურჭულაძე ცოტა ხნის წინ სასწრაფო დახმარების მანქანით კლინიკაში გადაიყვანეს.

































































