საქართველოს რკინიგზას კოვიდ 19-ის პანდემიის პირობებში, სატვირთო გადაზიდვები არ შეუჩერებია, თუმცა, როდის აღდგება მგზავრთა გადაყვანა, ამის შესახებ საქართველოს რკინიგზის პრესსამსახურში ზუსტ თარიღს ვერ ასახელებენ.
როგორც საქართველოს რკინიგზის პრესსამსახურში “გურია ნიუსს” განუცხადეს, მგზავრთა გადაყვანას საქართველოს რკინიგზა, დაახლოებით ივნისის შუა რიცხვებიდან განაახლებს.
“გადაწყვეტილება მთავრობამ უნდა მიიღოს. ვვარაუდობთ, რომ მგზავრების გადაყვანას ივნისის შუა რიცხვებიდან შევძლებთ. ჯერ არ მიგვიღია ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციებიც,” _ გვითხრეს საქართველოს რკინიგზის პრესსამსახურში.