150 კმ-ზე მეტით დაშორებულ მანძილზე ავტობუსებით მგზავრთგადაყვანის რეგულაციის ამოქმედება გადაიდო, – ამის შესახებ ირკვევა „ავტოსადგურის და ავტოსადგომის ფუნქციონირების წესისა და პირობების“ შესახებ ტექნიკურ რეგლამენტში შესული ცვლილებებიდან.
30 მაისის დადგენილებით, ამ რეგულაციის ამოქმედება ნახევარი წლით გადავადდა.
კერძოდ, ახალი დოკუმენტის მიხედვით, რეგულაცია 2026 წლის 1-ელ იანვრიდან ამოქმედდება.
„ქალაქებს (თბილისი, ქუთაისი, ბათუმი, ზუგდიდი, თელავი) და ასევე 150 კილომეტრზე მეტი მანძილით დაშორებულ საქართველოში მდებარე შესაბამის დასახლებებს (ქალაქი, სოფელი, დაბა) შორის ქვეყნის შიდა რეგულარული სამგზავრო გადაყვანისას მოემსახუროს მხოლოდ III კლასის არანაკლებ 35 დასაჯდომი ადგილის (მძღოლის ადგილის გარდა) მქონე M3 კატეგორიისა და მინიმუმ „EURO IV უსაფრთხო კატეგორიის“ ავტობუსი ან ავტობუსი, რომლის გამოშვების თარიღიდან გასულია არაუმეტეს 20 წლისა“, – ვკითხულობთ დოკუმენტში.


































































