საქართველოში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით დაწესებული შეზღუდვები შემსუბუქდება. შესაბამისი გადაწყვეტილება უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით მიიღო.
25 თებერვლიდან სამთო კურორტებზე სასტუმროები გაიხსნება
8 მარტიდან სამთო კურორტებზე საბაგიეროები გაიხსნება
ბათუმში 1-ლი მარტიდან, დანარჩენ საქართველოში 8 მარტიდან რესტორნები სტუმრების მიღებას შეძლებენ შაბათ-კვირის გარდა
25 თებერვლიდან საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მოძრაობა აღდგება
1-ლი მარტიდან კონფერენციები და ტრენინგები შესაბამისი პროტოკოლის დაცვით განახლდება
1-ლი მარტიდან ფუნქციონირებას აღადგენენ სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებები, ორ კვირაში ერთხელ თანამშრომლების 20%-ის ტესტირების პირობით
15 მარტიდან განაახლებენ მუშაობს სპორტული დარბაზები
უმაღლესი და პროფესიული სასწავლებლები კლინიკური, პრაქტიკული, ლაბორატორიული საქმიანობის აღდგენას და გამოცდების არადისტანციურ ფორმატში ჩატარებას შეძლებენ 1-ლი მარტიდან, ხოლო სასწავლო პროცესის აუდიტორიებში აღდგენას 15 მარტიდან
15 მარტიდან განახლდება სასკოლო წრეები
1-ლი მარტიდან საქმიანობას განაახლებენ მუზეუმები და ბიბლიოთეკები
თეატრები, სპორტული კლუბები, პროფესიული ანსამბლები რეპეტიციების და ვარჯიშის განახლებას 15 მარტიდან შეძლებენ, საქმიანობას სრულად მაყურებლების დასწრებით 1-ლი აპრილიდან შეძელებენ
ძალაში რჩება ღამის საათებში გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა.