პური გაიაფდება,_ ამის შესახებ განაცხადა „საქართველოს პურის მრეწველთა კავშირის“ თავმჯდომარემ, მალხაზ დოლიძემ მედიაცენტრ “მთავარში” გამართულ ბრიფინგზე.
„მიმდინარე წლის 10 აპრილიდან ე.წ. სოციალურ პურზე ფასი 10 თეთრით შემცირდება. ვადასტურებ, რომ პურის ფასი 10 თეთრით დაიკლებს. რაც პრემიერმა გამოაცხადა ამ სიტყვას შევასრულებთ. ფასის დაკლება არ აისახება პურის წონაზე. მე მჯერა, რომ ქსელურ მაღაზიებში პრობლემა არ იქნება და ფასის დაკლება ორგანიზებულად მოხდება.
უბნის და საოჯახო მაღაზიებში ვერ ვიქნები გარანტი, არ ვიცი, როგორ მოიქცევიან. ფასების ლიბერალიზაციიდან გამომდინარე, ფასნამატს თვითონ ადებენ.
იმედი მაქვს, რომ მოსახლეობა იქ შეიძენს პურს, სადაც იაფი იქნება”,- განაცხადა მალხაზ დოლიძემ.