მეტეოროლოგ კობა ფარტენაძის ინფორმაციით, საქართველოში ტემპერატურა მომატებას რამდენიმე დღეში დაიწყებს.
“18-20 თებერვალს საქართველოში კვლავ ნალექია მოსალოდნელი, დასავლეთში წვიმის, აღმოსავლეთში თოვლჭყაპის სახით.
ზოგადად ზამთრის ბოლო დღეები ყოველთვის გამოირჩევა დათბობისა და აცივების ხშირი მონაცვლეობით, თითქოს ბუნება იბრძვის სეზონის არ დათმობისთვის, თუმცა ,,გვიან მაგრამ გაზაფხული მაინც მოდის” საბოლოო გამარჯვებით!
წელს ადრე მოვა თუ გვიან დიდებული გაზაფხული, ამის პროგნოზს მოგვიანებით გეტყვით, მანამ კი არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ კალენდარულად ზამთარია და ეს აცივება ჩვეულებრივი ამბავია ამ პერიოდისთვის.
მომდევნო დღეებში:
დასავლეთ საქართველოში +10, +12 გრადუსი იქნება და წვიმა.
აღმოსავლეთში +5, +7 გრადუსი და თოვლჭყაპი.
სამი დღის შემდეგ დაიწყება დათბობა და გამოიდარებს.
ზამთრის ნაცრისფერი და ხანგძლივად ცივი დღეები უკან გვაქვს მოტოვებული, მჯერა, რომ ეს გაავდრება თქვენს განწყობაზე არ იმოქმედებს იმდენად, რომ ღიმილი დაგეზაროთ…”_ წერს ფარტენაძე სოციალურ ქსელში.