ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში, თხილის წარმოების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, სოფლის განვითარების სააგენტოს რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა ლაშა შალამბერიძემ და თხილის მწარმოებელთა ასოციაციის დირექტორმა გიორგი თოდუამ საინფორმაციო შეხვედრა გამართეს.
როგორც შეხვედრაზე ცნობილი გახდა, ჩოხატაურში თხილის ფართობების აღრიცხვა 7 ნოემბრიდან დაიწყება. ამის შესახებ ცნობილი დღეს გამართულ შეხვედრაზე გახდა.
ინფორმაციისთვის, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, მეთხილე ფერმერების მხარდასაჭერად, ყველა ფიზიკური პირი, რომელსაც 0,2-3 ჰექტრამდე თხილის ფართობი აქვს საკუთრებაში ან სარგებლობაში, 1 ჰექტარზე დაანგარიშებით, 500 ლარის ოდენობით დახმარებას მიიღებს. ქულები აგრობარათზე დაერიცხებათ.
სამი ჰექტარი ან მეტი თხილის ფართობის მქონე ფერმერები მიიღებენ შეღავათებს და შეძლებენ, ისარგებლონ შეღავათიანი აგროკრედიტით საბრუნავი საშუალებებისთვის. სახელმწიფო სესხის 8%-ს დააფინანსებს.