რუსი ოკუპანტების მიერ ხერსონის რეგიონული ადმინისტრაციის შენობაზე აღმართული რუსეთის დროშა ჩამოხსნეს. უწყება ქალაქის დასავლეთ სანაპიროზე მდებარეობს, სადაც რამდენიმე კვირის წინ უკრაინულმა ძალებმა მნიშვნელოვან წინსვლას მიაღწიეს. – ამის შესახებ უკრაინელი ჩინოვნიკი, ხერსონის ოლქის საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე იური სობოლევსკი წერს.
,,იდუმალი გაუჩინარება, გესმით, რატომ? ხერსონი იყო, არის და იქნება მხოლოდ უკრაინული.” – წერს სობოლევსკი ცარიელი დროშის ფოტოს ქვეშ, რომელიც, მისი თქმით, ხუთშაბათს დილით არის გადაღებული.
უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფი უკრაინის ეროვნული წინააღმდეგობის ცენტრის ცნობით, რუსულმა ძალებმა თავიანთი რეგიონალური შტაბი გადაიტანეს მდინარე დნეპროს გადაღმა ქალაქ ხერსონის მარცხენა სანაპიროზე.
რუსები კვლავ იკავებენ თავიანთ პოზიციებს თავდაცვის მეორე ხაზის გასწვრივ. რუსეთი მოსახლეობას ოკუპირებული ხერსონიდან ასახლებს და ამტკიცებს, რომ უკრაინა კაშხალზე დარტყმას გეგმავს, რაც დატბორვას გამოიწვევს. უკრაინა აცხადებს, რომ რუსეთი თავად გეგმავს რეგიონის დატბორვას.
ავტორი