“მთავრობის გადაწყვეტილებით, 2019 წელს პენსიები 20 ლარით გაიზრდება,” _ ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
“ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება 2019-2020 წელებში ინდექსაციის მეთოდით გაიზრდება პენსიები, 2019 წელს 20 ლარით და 2020 წელს 20 ლარით”, _ განაცხადა ქუმსიშვილმა.
ეს განცხადება საქართველოს ფინანსთა მინისტრმა 2018 წლის ბიუჯეტის პროექტის წარდგენისას განაცხადა.
პარლამენტში დღეს 2018 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვა დაიწყო. დეპუტატებს მთავარ საფინანსო დოკუმენტს ფინანსთა მინისტრი აცნობს.
2018 წლის ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის ჯამური მოცულობა 12 მილიარდ 403,3 მილიონ ლარს შეადგენს.