გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 13 იანვარს დასავლეთ საქართველოს უმეტეს და აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში შენარჩუნებული იქნება ნალექი, დაბლობსა და ბარში თოოვლჭყაპის, ხოლო მთიან და მაღალმთიან რეგიონებში თოვლის სახით. იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი. ჰაერის ტემპერატურა დაბლობს და ბარში +5, +10 გრადუსი იქნება.
14 იანვარს გამოიდარებს და 18 იანვრამდე დასავლეთ საქართველოში უნალექო ამინდი იქნება. 16-17 იანვარს შავი ზღვის სანაპირო რაიონებში, ზემო იმერეთსა და კოლხეთის დაბლობზე იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში დაბლობ რაიონებში +10, +15 გრადუსამდე მოიმატებს.
აღმოსავლეთ საქართველოში 14-15 იანვარს უნალექო ამინდი იქნება, ხოლო 16 იანვარს მოიღრუბლება, აცივდება, ზოგან მცირე თოვლი და ნისლია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში ბარში 0, +5 გრადუსამდე დაიკლებს.
თბილისში უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +8, +10 გრადუსი იქნება. 16 იანვარს კი ცივი, ღრუბლიანი ამინდია მოსალოდნელია, შესაძლოა მცირე თოვლიც აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +3, +5 გრადუსამდე დაიკლებს.