დღეს, დღის მეორე ნახევრიდან დასავლეთ საქართველოში გამოიდარებს,_ ამის შესახებ “გურია ნიუსს” გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი ამინდის პროგნოზის ბიუროს ხელმძღვანელმა, დოდო გვაზავამ განუცხადა.
თუმცა, როგორც გვაზავამ აღნიშნა, გამოდარების ფონზე ღამით ყინვა გაძლიერდება და იქროლებს აღმოსავლეთ მიმართულების ძლიერი ქარი.
“ღამით მოიმატებს ყინვა. დაბლობ რაიონებში დაფიქსირდება -3 გრადუსი, მთაში -8, ხოლო მაღალ მთაში, როგორიცაა, მაგალითად, ბახმარო -13, -14 გრადუსი დაფიქსირდება. გუშინ დღისით იყო -4, ხოლო ღამით -9 გრადუსი ყინვა.
ღამის საათებში, ასევე ხვალ, დღის პირველ ნახევარში დაბლობ რაიონებში გაძლიერდება აღმოსავლეთის მიმართულების ქარი, დროგამოშვებით 20-22 მ.წმ-ამდე.
1 მარტამდე, ღამის საათებში დაახლოებით +2, +4 გრადუსი სითბო დაფიქსირდება, მთებში ყინვა შენარჩუნდება, მაგრამ შერბილდება. დღის მაქსიმალურმა ტემპერატურამ შესაძლოა 27-28 თებერვალს +18, +20 გრადუსს მიაღწიოს. შესაბამისად, მთებში +10, +15 გრადუსი დაფიქსირდება.
რაც შეეხება აღმოსავლეთ საქართველოს, ამ საღამოს ღამის საათებში შეიძლება თბილისში და კახეთში წამოფიფქოს. ღამე დაფიქსირდება ყინვები. შიდა ქართლში დაახლოებით -5 გრადუსამდე, დედაქალაქში -2, 0, კახეთში -5, -3 გრადუსი დაფიქსირდება.
დღის მაქსიმალური ტემპერატურა 26-28 თებერვალს აქაც მოსალოდნელია +18, +20 გრადუსი სითბო”,_ ამბობს გვაზავა.