გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსი, დოდო გვაზავა „გურია ნიუსთან“ საუბრისას ამბობს, რომ გურიაში არამდგრადი ამინდი 27 მარტამდე შენარჩუნდება.
„დღეს შენარჩუნდება ნალექიანი ამინდი. მთაგორიანში თოვლჭყაპი, მთაში თოვლი. ხვალ შესაძლოა უფრო გამოხატული თოვლი იყოს. ასეთი არამდგრადი ამინდი შენარჩუნდება 27 მარტის ჩათვლით. ღამის ტემპერატურა 0, +2 გრადუსის ფარგლებში დაფიქსირდება, დღის ტემპერატურაც დაბალია +6, +8 გრადუსი იქნება. მთაში -3 გრადუსზე ჩამოვა ჰაერის ტემპერატურა. ბახმაროს მიმდებარე ტერიტორიაზე -9 გრადუსი შესაძლოა დაფიქსირდეს ღამით, დღისით +2 გრადუსი, მაღალ მთაში კი 0. 28 მარტის დღის მეორე ნახევრიდან გამოიდარებს. შესაძლოა სუსტი ნალექი შენარჩუნდეს. უკვე 29-30 მარტს შედარებით გამოიდარებს, ღამით ყინვა შენარჩუნდება“,_ ამბობს გვაზავა.