გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი ამინდის პროგნოზის ბოუროს ხელმძღვანელმა დოდო გვაზავამ “გურია ნიუსს” განუცხადა, რომ ხვალიდან ისევ თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
“დასავლეთ საქართველოს უმეტეს და აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში ამ წუთებში ნალექია, ზოგან ქრის დასავლეთის მიმართულების ქარი. ღამიდან გამოიდარებს აღმოსავლეთ საქართველოში, ხოლო დასავლეთ საქართველოში ნალექი დილის საათებში შეწყდება. ტემპერატურა მომატებას დაიწყებს და ხვალიდან თბილი უნალექო ამინდი იქნება. ღამით მოსალოდნელია უარყოფითი ტემპერატურა მთიან და მაღალ მთიან რაიონებში, ხოლო დღისით +18, +20 გრადუსი დაფიქსირდება”,_ აცხადებს დოდო გვაზავა.






























































