გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, საქართველოში 20 დეკემბრიდან შედარებით თბილ ამინდებია მოსალოდნელი.
მოკლევადიანი პროგნოზების განყოფილების უფროსის დოდო გვაზავაინფორმაციით, საქართველოში 20 დეკემბრიდან მეტესად უნალექო ამინდიამოსალოდნელი.
„20 დეკემბრიდან, საქართველოში გამოიდარებს, ღამით მოიმატებს ყინვები, დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში მოსალოდნელია -2 გრადუსამდე ყინვა. შემდეგ დღეებს რაც შეეხება, ყინვა არ არის მოსალოდნელი და გამოიდარებს. დღის ტემპერატურა, დასავლეთ საქართველოში მოიმატებს და +15 +17 გრადუსს მიაღწევს.
აღმოსავლეთ საქართველოში, კახეთში და დედაქალაქში უმეტესად მოსალოდნელია ღრუბლიანი ამინდი. ზოგან იქნება ნისლი.
გუდაური-სტეფანწმინდის მიდამოებში, მოსალოდნელია -10 -12 გრადუსი.
შეიძლება ითქვას, უნალექო ამინდები 27 დეკემბრამდე შენარჩუნდება“.