გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი ამინდის პროგნოზის ბიუროს ხელმძღვანელი დოდო გვაზავა “გურია ნიუსთან” საუბრისას ამბობს, რომ საქართველოში დღეს, დღის მეორე ნახევარში შედარებით გამოიდარებს.
“დღეს, დღის მეორე ნახევრიდან ჰაერის ტემპერატურა მომატებას დაიწყებს, ხოლო 2 აპრილიდან ჰაერის ტემპერატურა მკვეთრად მოიმატებს. დასავლეთ საქართველოში, ცალკეულ რეგიონებში შესაძლებელია +20, +24 გრადუსამდეც სითბო დაფიქსირდეს, სანაპირო რაიონებში, +20, +23 გრადუსი სითბო. ხვალ უმეტესად უნალექო ამინდი იქნება მთელ საქართველოში.
3 აპრილს შესაძლებელია ზოგიერთ რაიონში მცირე წვიმა. ჰაერის ტემპერატურა დაახლოებით 2 გრადუსით დაიკლებს.
თბილი და უნალექო ამინდი შენარჩუნდება 5 აპრილის ჩათვლით”,_ განაცხადა გვაზავამ.