ლანჩხუთის სკოლამდელი სააღმზრდელო ცენტრის დირექტორის ნატა კობალავას ინფორმაციით, მუნიციპალიტეტის ბაგა-ბაღებში სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი ორი მარტიდან 15 მარტამდე შეჩერდა. კობალავას თქმით, გადაწყვეტილება უკავშირდება კორონავირუსის დადასტურებულ შემთხვევებს.
“ბავშვთა უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, ბაგა-ბაღებში სახელმწიფო სტანდარტების შესაბამისად, ჩატარდება სადეზინფექციო სამუშაოები”, _ გვითხრა კობალავამ.