ლანჩხუთის საკრებულოს კომისიებსა და ფრაქციებში მუნიციპალიტეტის 2020 წლის პრიორიტეტების დოკუმენტი და ბიუჯეტის პროექტი განხილვის სტადიაშია.
პროექტის კორექტირებული ვარიანტის მიხედვით, მომავალი წლის მთავარი საფინანსო დოკუმენტი 10,817.3 ლარითაა განსაზღვრული და მასში მოთხოვნის შესაბამისად გაზრდილია (ა(ა)იპ ,, კეთილმოწყობის და მომსახურების”, ა(ა)იპ ,,კულტურის დაწესებულებათა გაერთიანების”, ა(ა)იპ ,,სახელოვნებო სკოლათა გაერთიანების” , ა(ა)იპ ,,ქალთა საფეხბურთო სკოლის”, ა(ა)იპ ,,საფეხბურთო სკოლის”), ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გენდერულ საბჭოს დაფინანსებები.
ირკვევა, რომ ბიუჯეტის პროექტში გათვალისწინებული არაა ა(ა)იპ „სკოლამდელი საგანმანათლებლო-სააღმზრდელო ცენტრის“ აღმზრდელებისთვის ანაზღაურების მატება.
როგორც მუნიციპალიტეტის მერმა „საფინანსო-საიუჯეტო“ კომისიის სხდომაზე განმარტა, სახელფასო ფონდის გაზრდა 2020 წლის სექტემბრიდან არის გეგმაში.