ჩოხატაურში უხვი თოვლის მოსვლამ პრობლემა ავტოტრანსპორტის მოძრაობასაც შეუქმნა.
რამდენიმე დღეა, რაც მოსახლეობა ხიდისთავი-ჩოხატაურის მიმართულებით მოძრავი სამარშრუტო მიკროავტობუსით მგზავრობას ვერ ახერხებს. როგორც მძღოლი ჩვენთან საუბრისას ამბობს, მარშრუტის შესრულებას ხვალიდან განაახლებს.
“ეზოში ვიყავი მოჩიხული, გზა ვერ გავაწმენდინე. ხვალიდან გავალ”, _ ამბობს ის.
[sexy_author_bio]