გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი ამინდის პროგნოზის ბიუროს ხელმძღვანელი დოდო გვაზავა “გურია ნიუსთან” საუბრისას ამბობს, რომ ჰაერის ტემპერატურა 6 ივნისიდან მოიმატებს, თუმცა ხანმოკლე ხასიათის წვიმები შენარჩუნდება.
” ჩვენი ქვეყნის ჩრდილოეთიდან, აღმოსავლეთ ევროპის ტერიტორიიდან ვრცელედებოდა ცივი ჰაერის მასები, რომელიც თანდათან შესუსტდება 5 ივნისისთვის. ტემპერატურა დაკლებულია როგორც დასავლეთ, ასევე აღმოსავლეთ საქართველოშიც. 6 ივნისიდან ჰაერის ტემპერატურა მოიმატებს. ზოგან შესაძლოა +32, +33 გრადუსსაც მიაღწიოს კვირის ბოლოსთვის, თუმცა, ხანმოკლე ხასიათის წვიმები შენარჩუნდება”,_ ამბობს დოდო გვაზავა.



































































