27 მარტამდე საქართველოს ზოგიერთ რაიონში შენარჩუნებული იქნება ნალექიანი ამინდი. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში დაბლობსა და ბარში +15, +20 გრადუსი იქნება, ხოლო 26 მარტს 3-5 გრადუსით მოიმატებს.
თბილისში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +19, +21 გრადუსი დაფიქსირდება.