თეატრები, სპორტული კლუბები, პროფესიული ანსამბლები რეპეტიციების და ვარჯიშის განახლებას 15 მარტიდან შეძლებენ, საქმიანობას სრულად მაყურებლების დასწრებით 1-ლი აპრილიდან შეძლებენ,_ ამის შესახებ გადაწყვეტილება უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე მიიღეს.
ცნობისთვის, თეატრებს დაწესებული შეზღუდვების გამო მუშაობა სექტემბერში უნდა გაენახლებინათ, მაგრამ ეპიდვითარების გამო ნოემბრამდე გადაიდო. ნოემბერში პანდემიის გამო დაწესებული რეგულაციები გამკაცრდა, რის გამოც შეზღუდვა აღარ მოხსნილა.