ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში მოსახლეობის ნაწილი კვლავ ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი.
” ნაბეღლავის უმეტესი ნაწილი ჩაირთო. ჩართულია სურებიც, მაგრამ ელექტროენერგიის გარეშეა ისევ დარჩენილი ბახმარო და ზოტი. ელექტროენერგიის მიწოდება, სავარაუდოდ, ხვალ აღდგება”,_ განაცხადა “გურია ნიუსთან” ენერგო-პრო-ჯორჯიას პრესსამსახურში ბექა რომანაძემ.
ინფორმაციისთვის, გურიაში მოსულმა უხვმა თოვლმა დენის გადამცემი სისტემა დააზიანა.